logo
ENG



მიკოლაევის ოლქის დაბომბვის შედეგად 8 წლის ბავშვი დაიღუპა

03 სექ 202217:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/03/r3cclqxk4hknvv5.png

მიკოლაევის ოლქის, ბერეზნეგოვატოეს ურბანული ტიპის დასახლებაში დაბომბვის შედეგად რვა წლის გოგონა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელი, ანა ზამაზაევა ავრცელებს. 

​მისივე თქმით, ამ დასახლებაში ნამსხვრევებით ჭრილობა ოთხმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის ორი ბავშვია.

მიკოლაევის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა თავის ტელეგრამაში დაწერა, რომ რუსებმა რეგიონული ცენტრიც დაბომბეს. 

"დაახლოებით 11:30 საათზე ნიკოლაევში აფეთქებების ხმა გაისმა. დაბომბის შედეგად ხანძარი გაჩნდა - მაშველები ცდილობენ მის ლიკვიდირებას."- განაცხადა სენკევიჩმა


close დახურვა