logo
ENG



მიკოლაევში აფეთქებების ხმა ისმის

19 აპრ 202201:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/19/26cdfxeexs033g5.png

მიკოლაევში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას ქალაქის მერი ალექსანდრ სენკევიჩი ავრცელებს.

"ვითარების გარკვევას ვცდილობთ. ოპერატიულ ცნობებს დილას მოგაწვდით", - აცხადებს ის.

სოციალურ ქსელში აფეთქებების ამსახველი ვიდეო მასალები ვრცელდება.

დღეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადაჯგუფება დაასრულეს და აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევისთვის ემზადებიან.

დღესვე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოკუპანტების მიერ დონბასზე შეტევის დაწყება დაადასტურა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკის განცხადებით, ომის მეორე ეტაპი დაიწყო.


close დახურვა