![2022/08/29/i636a6czv535lo3.png](/uploads_script3/articles/2022/08/29/i636a6czv535lo3.png)
მიკოლაევში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.
ქალაქზე რუსმა ოკუპანტებმა იერიში დღეს, 29 აგვისტოს მიიტანეს.
ვიტალი კიმის თქმით, რუსმა სამხედროებმა მიკოლაევში ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს გაუხსნეს.
ის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ და გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.