მიკოლაევში საცხოვრებელ დასახლებებზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ინფორმაციას მიკოლაევის მერი, ოლექსანდრ სიენკევიჩი ავრცელებს.
სიენკევიჩის ცნობით, დაღუპულთაგან 2 დაბომბვის ადგილზე, 1 მათგანი კი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა.
მერის თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმები ახლა მათ გადარჩენას ცდილობენ.
უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქი მიკოლაევის დაბომბვის შედეგად 3 მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა.