logo
ENG



მიკოლაივზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

11 ნოე 202213:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/zm7yvcsuzq4agvt.jpg

მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, მიკოლაივზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.

"რუსეთი თავის ამაზრზენ ტაქტიკას არ დათმობს. და ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ბრძოლას. ოკუპანტები პასუხს აგებენ უკრაინისა და უკრაინელების წინაშე ჩადენილი ყოველი დანაშაულისთვის", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღეს რუსულმა ძალებმა მიკოლაივის ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა