logo
ENG



მიკოლაივზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

14 ივლ 202213:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/14/fuquzvgya179lpd.jpg

მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაივზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.

კიმის თქმით, ქალაქ მიკოლაივს რუსულმა ძალებმა 10-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსების მხრიდან ეს მასიური სარაკეტო თავდასხმა იყო. 

სამხრეთ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელი, ნატალია ჰუმენიუკი აცხადებს, რომ დაბომბვის სამიზნე მიკოლაივის სასტუმრო, ორი საგანმანათლებლო დაწესებულება და ტროლეიბუსის საცავი იყო.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა