საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უკრაინის სამხრეთ ქალაქ მიკოლაივში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.
უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, გუშინ დილით რუსული სამხედრო ძალების მხრიდან მიკოლაივში რვა სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. მათი თქმით, 6 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
მიკოლაივის მერი, ოლექსანდრ სიენკევიჩი ამბობს, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქის საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის დროს KH-55 რაკეტა გამოიყენეს.