logo
ENG



მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებენ, აკრძალულია უპირბადოდ ასვლა, ფანჯრების დახურვა

06 თებ 202114:48
3 წუთის საკითხავი
 

8 თებერვლიდან, სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად, მუშაობას თბილისის მიკროავტობუსიც განაახლებს. 

კომპანია აცხადებს, რომ იმუშავებს შემდეგი რეგულაციები: 

  • აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე
  • აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა მიკროავტობუსებში
  • სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

ამასთან, თბილისის მიკროავტობუსი ამბობს, რომ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველ დღე ჩაუტარდება დეზინფექცია

"კომპანია თბილისის მიკროავტობუსი უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე და დაიცვას ზემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება". - წერია განცხადებაში. 

8 თებერვლიდან, მხოლოდ სამუშაო დღეებში, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნება. 


close დახურვა