იტალიის თასზე „მილანისა“ და „ტორინოს“ შეხვედრის დაწყებამდე კობი ბრაიანტის ხსოვნას პატივი მიაგეს. კუთხურის ალამთან ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის 24-ნომრიანი მაისური, ლეიკერსის ბურთი და ყვავილები დააწყვეს, ხოლო დიდ ეკრანზე „მილანის“ მაისურით კალათბურთელის ფოტოები გაუშვეს. კობი ბრაიანტი ლომბარდიული გუნდის გულშემატკივარი იყო. იტალიაში გაზრდილი კალათბურთელი „მილანისადმი“ სიმპატიებს არასდროს მალავდა.
რაც შეეხება თამაშს, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა: ძირითადი 90 წუთი ფრედ, 2:2 დასრულდა, დამატებით დროში კი ჩალჰანოღლუს და იბრაჰიმოვიჩის გოლებით „მილანმა“ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ის ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება.