logo
ENG



მილანში თვითმფრინავი შენობას დაეჯახა - გარდაცვლილია 8 ადამიანი

04 ოქტ 202110:32
3 წუთის საკითხავი
clock 3314
BBC

იტალიაში, მილანში კერძო თვითმფრინავი ცარიელ შენობას შეეჯახა. ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი გარდაიცვალა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თვითმფრინავი მილანიდან კუნძულ სარდინიაზე მიფრინავდა, თუმცა აფრენიდან მალევე ავიაკატასტროფაში მოხვდა.

თვითმფრინავის პილოტი რუმინელი 68 წლის მილიონერი დან პეტრესკუ იყო, რომელიც, იტალიური მედიიის ინფორმაციით, ცოლ-შვილთან ერთად დაიღუპა.

შეჯახების შედეგად დაიწვა ახლომდებარე მანქანები. თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავს შენობასთან შეჯახებამდე უკვე ცეცხლი ეკიდა. 

საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია.

 


close დახურვა