logo
ENG



მილერი: უკრაინის ქმედებები ჩვენს პოლიტიკას არ არღვევს

08 აგვ 202400:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/08/egja2dr10enhtlt.jpg

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა რუსეთში, კურსის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე განცხადება გააკეთა.

მილერი ამბობს, რომ აშშ-ს არ მიუღია გაფრთხილება კურსკის რეგიონში ოპერაციის შესახებ. მისივე თქმით, არაფერია უჩვეულო იმაში, რომ უკრაინა არ აფრთხილებს ამერიკას ტაქტიკის განხორციელებამდე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არღვევს თუ არა უკრაინა აშშ-ის წესებს, რომ არ გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, მილერმა უპასუხა:

"უკრაინის ქმედებები ჩვენს პოლიტიკას არ არღვევს"- განაცხადა მილერმა.

რუსეთში, კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში, სუჯის გამშვები პუნქტის რაიონში რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო დაატყვევეს.  

***

რუსული პროპაგანდისტული და სამხედრო ტელეგრამ არხები წერენ, რომ 7 აგვისტოს ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში შევიდნენ და სასაზღვრო ზონაში გამაგრდნენ. უკრაინული მხარე კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენების შესახებ ჯერ არაფერს ამბობს.

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".


close დახურვა