სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი გამოეხმაურა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ.
კობახიძემ ტრამპზე თავდასხმა "გლობალური ომის პარტიის არსებობას" დაუკავშირა.
"არც კი ვიცი, ეს რას ნიშნავს. სამართალდამცავებმა ამ გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრეს - იმაზე, რაც იციან და რაც არ იციან. ისინი გააგრძელებენ ამ გამოძიების შედეგების გასაჯაროებას იქამდე, სანამ გამოძიება გაგრძელდება. როგორც პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში გამოსვლისას სთხოვა ამერიკელ საზოგადოებას, სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ, არ გააკეთონ უპასუხისმგებლო განცხადებები ფაქტების გაგებამდე. იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი"- თქვა მილერმა.
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმა "გლობალური ომის პარტიის არსებობას" დაუკავშირა. კობახიძის მტკიცებით, "გლობალური ომის პარტიამ" "პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქცია".