logo
ENG



მილიონები მთავრობის მაღალჩინოსნების კომფორტისთვის

22 დეკ 202120:14
3 წუთის საკითხავი
 

რიგით მოქალაქეებს ცხოვრებას ურთულებს, მაგრამ საკუთარ კომფორტზე ფიქრი არ ავიწყდება ქართულ ოცნებას. მათ შორის თბილისის მერიაა იმ სტრუქტურების ჩამონათვალში, რომელიც ბიუჯეტის რესურსით ახალ ავტომობილებს მიიღებს. ეს ერთგვარი საახალწლო საჩუქარია. თითქმის 80 მილიონი 1000-მდე ახალი ავტომობილის შესაძენად იხარჯება - მთავრობა ტენდერს ტენდერზე აცხადებს და ყიდულობს ავტომობილებს, ძირითადად ჩინოვნიკების მომსახურებისთვის. ქართული ოცნების მადაზე არ უმოქმედია არც პანდემიას და ეკონომიკურ კრიზისს, ჯამში ორ წელში სატრანსპორტო საშუალებებზე ოცნებამ 171 მილიონი გამოყო. 


close დახურვა