logo
ENG



მიმდინარეობს გამოკვლევები - ქუთაისში იტალიიდან ჩამოფრენილ გოგოს ვირუსზე ამოწმებენ

25 თებ 202008:48
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის აეროპორტში მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა. 20 წლის გოგონა ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

„შემოყვანილი იქნა იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა. ახსენებს სამ ქალაქს, სადაც იტალიაში იყო. აეროპორტში გაუზომეს ტემპერატურა, ქონდა 37,8 და ჩათვალეს საჭიროდ, რომ გადმოეყვანათ აქ. ამ წუთში მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უცნობი ეტიოლოგიის ცხელებაა. ჩვენთან 37,2 აქვს ტემპერატურა. მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. პერსონალი ეკიპირებით ემსახურება მას და მიმდინარეობს გამოკვლევები“, - აცხადებს ნადირაძე.

ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში კვლევისთვის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. 


close დახურვა