ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი განმარტავს, რომ 30 მარტს გამართულმ მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე ამნისტიამდე თემა არც მისულა, რადგან მელიასა და რურუას საკითხი ღიად დარჩა. ამაზე ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" ისაუბრა.
"ამნისტიის თემა წამოიჭრა არა ჩვენი მხრიდან, არამედ მედიატორების მხრიდან მოლაპარაკების ერთ ერთ რაუნდზე. ჩვენ გვქონდა რეზერვაციები ამასთან მიმართები. ჩვენთვის რთული იქნებოდა ამისთვის მხარის დაჭერა, ამ რაუნდზე ამნისტიამდე თემა არც მისულა, შინაარსობრივი საუბარი არც შედგა, გამომდინარე იქედან რომ ნიკა მელიასთან მიმართებით გირაოს საკიტხი იყო ქართული ოცნების მხრიდან, გიორგი რურუას გამოშვებაზე უარი იყო, ამიტომ სიღრმეებში არც შევსულვართ", - თქვა აკაკი მინაშვილიმა.
კრისტიან დანიელსონის მიერ მხარეებისთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ამნისტიის კანონის ინიცატივა ხელმომწერებს პარლამენტში უნდა შეეტანათ და უნდა შეხებოდა 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას
"ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე.
კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება", - წერია დოკუემნტში.
