logo
ENG



მინდიაშვილი: ილია ჭიღლაძე საპატრიარქოს პრორუსულობის გამო აკრიტიკებს, ამიტომაც ებრძვიან

14 თებ 202112:49
3 წუთის საკითხავი
 
მინდიაშვილი: ილია ჭიღლაძე საპატრიარქოს პრორუსულობის გამო აკრიტიკებს, ამიტომაც ებრძვიან

თეოლოგ ბექა მინდიაშვილის აზრით, საპატრიარქოს სინოდი დეკანოზ ილია ჭიღლაძეს იმიტომ ებრძვის, რომ ის ეკლესიას პრორუსული პოლიტიკის გამო აკრიტიკებს. 

მინდიაშვილი ამბობს, რომ ქრისტიანობის, ეკლესიის დასაცავად და საპატრიარქოს და სინოდის წინააღმდეგ ხმა ბევრმა მღვდელმა უნდა აიმაღლოს. 

"დეკანოზი ილია ჭილღლაძე სინოდმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ამოიღო სამიზნედ, რომ საპატრიარქოს პრორუსული პოლიტიკის გამო აკრიტიკებს - სხვა მიზეზი მათ არ ჰქონდათ. ვისურვებდი, მამა ილია მაგალითი გახდეს სხვა მვდელმსახურთათვისაც; ბევრმა მღვდელმა უნდა აღიმაღლოს ხმა ქრისტიანობის, ეკლესიის, სამშობლოს დასაცავად საპატრიარქოსა და სინოდის წინაღმდეგ, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან ჯვარცმულ ღმერთს, ებრძვიან ქრისტიანულ ტრადიციას, ებრძვიან საქართველოს სახელმწფოებრიობას, ებრძვიან გიორგი მთაწმინდელის, ილიას, გაბრიელ ქიქოძის, კირიონის, ამბროსი ხელაიას, გრიგოლ ფერაძის ეკლესიას, ებრძვიან ადამიანს და პირდაპირ საქართველოს მტრისა და ბოროტების სამსახურში დგანან".- წერს მინდიაშვილი.  

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა სხდომის 11 თებერვალს გამოქვეყნებულ ოქმში მიუთითა, რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ სინოდალური კომისია იმსჯელებს. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ "დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახური, დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით". 

სინოდის განჩინებას გამოეხმაურა ილია ჭიღლაძეც და საპატრიარქოს "წითელი" და "ერის მაზობმირებელი" უწოდა, რომელიც ქრისტეს და ეკლესიას შეურაცხყოფს. 


close დახურვა