logo
ENG



მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა

05 ივნ 202009:03
3 წუთის საკითხავი
 

ქალაქ მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.

სამოქალაქო პანაშვიდზე, დამსწრეებმა დაღუპულის ხსოვნას პატივი რვა წუთისა და 46 წამის განმავლობაში დუმილით მიაგეს. გამოძიების ინფორმაციით სწორედ ამ დროის განმავლობაში აჭერდა მუხლს კისერზე ჯორჯ ფლოიდს ​მინეაპოლისის პოლიციის ყოფილი ოფიცერი, დერეკ შოვინი, რასაც 46 წლის აფრო ამერიკელის სიკვდილი მოჰყვა.

ცერემონიის პარალელურად აქციები გრძელდება მინეაპოლისსა და შეერთებული შტატების სხვა ქალაქებში. მასშტაბური გამოსვლები რასიზმისა და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ, სიეტლში, ვაშინგტონსა და ლოს-ანჟელესში გაიმართა. ნიუ-იორკში, სადაც უკვე მესამე ღამეა კომენდანტის საათის მოქმედებს, მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა მაინც ჩატარდა. ვაშინგტონში კი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს.

შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, პროტესტის გამო თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის ლაფაიეტის მოედანი, 10 ივნისამდე დახურული იქნება.  


close დახურვა