logo
ENG



მინიონები საზოგადოებას, დისტანციის დაცვისა და ხელების ხშირად დაბანისკენ მოუწოდებენ

28 მაი 202016:41
3 წუთის საკითხავი
 

ცნობილი გმირები ანიმაციური ფილმიდან „საზიზღარი მე“ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვებიან. გაეროს ფონდისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით სააგიტაციო ვიდეო-რგოლი მოამზადეს, რომელშიც ანიმაციური პერსონაჟები: გრუ და ყვითელი მინიონები საზოგადოებას მოუწოდებენ დისტანციის წესები დაიცვან და ხელიც ხშირად დაიბანონ.

ცნობილი გმირები რჩევებს აძლევენ ადამიანებს, როგორ გაერთონ სახლში ცეკვით და მზარეულობითერთწუთიან ვიდეო რგოლს მსახიობი სტივ კარელი ახმოვანებს. 


close დახურვა