შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით კიდევ მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალურად გამოაცხადებს. უკრაინას თანამედროვე იარაღის მიწოდებას ჰპირდებიან ნატოს მოკავშირეებიც. ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელზეც სწორედ ამ საკითხს განიხილავენ. მინისტერიალის ფარგლებში ეგრეთ წოდებული რამშტაინის ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრაც გაიმართა. 50 სახელმწიფოსთან ერთად ამ ფორმატს საქართველო პირველად შეუერთდა.