logo
ENG



მინისტრის მოადგილის თქმით, პედაგოგების 40%-მდე უკვე აიცრა

20 აგვ 202110:08
3 წუთის საკითხავი
 
მინისტრის მოადგილის თქმით, პედაგოგების 40%-მდე უკვე აიცრა

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, საქართველოს მასშტაბით აცრილი პედაგოგების რაოდენობა 40%-ს უახლოვდება. დგებუაძემ მცხეთაში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილ სპეციალური სივრცეს ეწვია.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, იმუნიზაციის პროცესის გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.


close დახურვა