logo
ENG



მინსკმა რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური ექსტრემისტულად გამოაცხადა

24 დეკ 202114:09
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/24/j9ncs2fnm7e2sbw.jpg

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური ექსტრემისტულ ორგანიზაციას გამოაცხადა. დეკემბრის დასაწყისში მინსკმა ექსტრემისტულად გამოაცხადა გამოცემის სოციალური ქსელები.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მედიაკორპორაციის პრეზიდენტი, ფეიმი ფლაი აცხადებს, რომ ამ "უაზრო იარლიყს" კატეგორიულად უარყოფენ. მიისვე თქმით, რედაქცია სამომავლოდაც განაგრძობს ობიექტური ახალი ამბების მიწოდებას ბელარუსი ხალხისთვის.

ბელარუსში ექსტრემისტულად არის ცნობილი 300-მდე ინტერნეტ არხი. ეს შეეხო ოპოზიციურ გამოცემებს, Tut.by-სა და Belsat-ს. ამასთან, ორი გამოცემა Belsat და Belapan ექსტრემისტულ დაჯგუფებებად გამოაცხადეს. ექსტრემისტულად არის მიჩნეული ათობით ტელეგრამ არხი და ტელეგრამ ჩათი, რომლებიც ძირითადად 2020 წლის აგვისტოს პროტესტთან არიან დაკავშირებულები. სიაში მოხვდა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ტელეგრამ არხი.


close დახურვა