logo
ENG



მინსკში, აქციის დასარბევად იგივე ტყვიები გამოიყენეს, რაც თბილისში, ე.წ. გავრილოვის ღამეს

10 აგვ 202013:45
3 წუთის საკითხავი
 
q2wcne8klp559u8.png

ბელარუსში, საპროტესტო აქციაზე იმავე ტიპის რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რაც გასული წლის 20-21 ივნისს, საქართველოში, საპროტესტო აქციის დასაშლელად.

მინსკში გამოყენებული ტყვიების ფოტოები სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ათობით ადამიანი სწორედ ნარინჯისფერი ტყვიების გამო დაშავდა.

ნარინჯისფერ, ე.წ. რაკეტისებრ რეზინის ტყვიებს შეუძლია მძიმე ფიზიკური დაზიანება ან სიკვდილი გამოიწვიოს. ეს ყველაფერი სროლის დისტანციაზეა დამოკიდებული. ამ ტყვიების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ 10 მეტრიდან ან მეტი მანძილიდან.  

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტყვიების გამოყენების გამო, ე.წ. გავრილოვის ღამეს ათობით ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო, მათგან 2-მა კი თვალი დაკარგა. 

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. არიან დაშავებულებიც.


close დახურვა