logo
ENG



მირიან ნიკოლაძე: პროკურატურის ვერსიის ერთ-ერთი საფუძველი ამირხანაშვილის ჩვენება იყო

11 აგვ 202021:32
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის ნათესავისა და ოჯახის ადვოკატის, მირიან ნიკოლაძის ცნობით, პროკურატურის ვერსიის ერთ-ერთი საფუძველი, მოწმე გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაც გახდა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა.

გურამ ამირხანაშვილი შსს-მ რამდენჯერმე დაკითხა. მირიან ნიკოლაძის თქმით, ამირხანაშვილს ჩვენება არ შეუცვლია, არამედ, განავრცო და საბოლოო ჯამში, შეავსო. იგი მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე ინციდენტის ვერსიას შემდეგნაირად ავითარებს: 

"ყველა ჩვენებით იკვეთება, რომ ჯერ გიორგის გაეკიდა სამი პირი, შემდეგ ამირხანაშვილივე ადასტურებს, რომ ქვემოდან ამოდის კიდევ 2 პირი. საუბარია წრეზე შემორბენილ და წინ დახვედრილ არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილზე. ამირხანაშვილის ჩვენებაც იყო იმის საფუძველი, რაც დღეს დადასტურდა - ქვემოდან ამოსული ხალხი ადგება თავზე ამირხანაშვილს".

31 ივლისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური დაცვის მხარის მთავარი მოწმეების, გურამ ამირხანაშვილის, ვახტანგ ახვლედიანის, იაკობ ბრეგვაძის და გიორგი ქათამაძის ჩვენებების ბათილად ცნობა მოითხოვა. მისი თქმით, ხსენებულმა პირებმა ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს. გელხაურის განცხადებით, მოწმეებმა გამოძიებას რეალური სურათი დაუმალეს და პროკურატურა ჩიხში შეიყვანეს. იგი საქმის, ე.წ. ოქროს მოწმეებს უნდობლობას უცხადებს. 


close დახურვა