logo
ENG



მიტაცებული არჩევნები

29 ოქტ 202420:13
3 წუთის საკითხავი
 

დარღვევათა მთელი ჯაჭვი, რომელიც დამკვირვებლებმა დაადგინეს - კარუსელი, მარკირების უგულებელყოფა, სხვა ადამიანების პირადობებით ხმის მიცემა, ოცნებასთან გარიგებული ან მოსყიდული რეგისტრატორები, ვერიფიკაციის აპარატთან დამკვირვებლების მოშორება. არსებობს ფოტო და ვიდეო მასალა, როგორ მიდიოდნენ უბნებზე მოქალაქეები პასპორტით და მასში მოთავსებული პირადობის მოწმობის ნომრებით ან უბრალოდ ფურცელზე დაწერილით. სქემა, რომელზეც ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ლაპარაკობს, მასშტაბურია და ვერ განხორციელდებოდა ხელისუფლების, ცესკოსა და ძალოვანების გარეშე.


close დახურვა