რაჭის მოსახლეობა, ბუნების დამცველები, საინიციატივო ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები - ყველა ეწინააღმდეგება დავით ხიდაშელის კომპანიისთვის 105 ათასი ჰექტრის გაუგებარი პროექტისთვის გადაცემას. უფრო მეტ ეჭვს იწვევს, ის გარემოება რომ პარლამენტში რაჭის ეროვნული პარკის შექმნის კანონპროექტი ორჯერ შევიდა, ჯერ 2018-ში, შემდეგ კი 2019-ში... ორივე ეს კანონპროექტი თაროზე შემოდეს. მომავალ კვირაში კანონპროექტი რაჭაში ეროვნული პარკის შექმნის შესახებ უკვე მესამედ შევა პარლამენტში. გარემოს დამცველები ითხოვენ, რომ დაცული ტერიტორიების არეალში მოხვდეს რიონი და მისი შენაკადებიც. მანამდე კი შაბათის ფორმულა რაჭაში მოსახლეობის განწყობებს გაეცნო.