logo
ENG



მიტროპოლიტ ანტონს შპს ალიანსის მოწილეთა ნაწილი ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს

09 ნოე 201916:58
3 წუთის საკითხავი
 
39fyl22ze4dchjq.jpg

შპს „ალიანსის" მოწილეთა ნაწილი ვანისა და საჩხერის მიტროპოლიტ ანტონს ზეწოლაში, მუქარასა და თაღლითური გზით ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს. საუბარია ნარიყალის ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ობიექტებზე, რომლებსაც რუსლან ღვინჯილია უძღვებოდა, პარტნიორობას კი მიტროპოლიტის შვილი უწევდა.

ღვინჯილიების ოჯახის განცხადებით, მას შემდეგ რაც ბიზნესი მომგებიანი გახდა, მიტროპოლიტმა საკუთარი გავლენები გამოიყენა და კანონიერ მესაკუთრეს ქონება წაართვა, კომპანია კი ფორმალურად სხვაზე გადააფორმა.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს შპს „ალიანსის" ახალი მფლობელი და აცხადებს, რომ მეუფე ანტონს ამ ბიზნესთან კავშირი აღარ აქვს. თავად მიტროპოლიტმა კი „ფორმულას“ ზარებს არ უპასუხა.  


close დახურვა