logo
ENG



მიტროპოლიტი დიმიტრი პანსიონში შესაძლო ძალადობის მსხვერპლზე: 300 ლარად გაგვყიდა

14 ივნ 202123:45
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/14/ctzbyul8djyq2xj.jpg

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ფერიის მთის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მიერ შესაძლო ძალადობაზე საუბარს ეხმაურება და წერს, რომ ლუკა სარალიძემ ისინი 300 ლარად გაყიდა.

მეუფე დიმიტრი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის ანდრია ჯაღმაიძის პოსტის კომენტარებში. 

„ლუკა სალარიძე დედამისმა ქუჩაში რომ დატოვა 4 წლის ასაკში, ხელში აყვანილი ავიყვანეთ ბავშვთა სახლში, ხელში იმიტომ, რომ ფეხსაცმელები არ ეცვა იმიტომ, რომ არ ჰქონდა, მან კი 300 ლარად გაგვყიდა (ეს თანხა გადაუხადეს)", - წერს მიტროპოლიტი სოციალურ ქსელში.

ლუკა სარალიძემ მთავარ არხთან მონასტერში ცხოვრების დროს წლების განმავლობაში განცდილ ძალადობაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, აღმზრდელები ბავშვებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ, სცემდნენ მყარი საგნებით, მათ შორის რკინის ჯოხებითაც. სცემდნენ ისე, რომ სისხლიც წამოსვლია

ლუკა სარალიძე ამბობს, რომ აიძულებდნენ მკაცრად ემარხულათ და ზოგჯერ დღეების განმავლობაში მათი საკვები მხოლოდ პური და წყალი იყო. 

მისივე მონათხრობით, აიძულებდნენ ასობით მეტანიის შესრულებას. 

„ერთ-ერთმა აღმზრდელმა, იმის გამო რომ ვტიროდი, კაბა ჩამაცვა და სკოლის დერეფანში მატარა ბევრი ბავშვის თანდასწრებით. თუ ღამით ვისაუბრებდით, აუცილებლად წამოგვყრიდა ფეხზე და მუხლებზე დაგვაყენებდა მანამ, სანამ არ გავითიშებოდით" - ყვება 21 წლის ლუკა. 

მთავარი არხის ცნობით, ლუკა სარალიძეზე ზეწოლა სიუჟეტის ეთერში გასვლამდე დაიწყო. არხის ცნობით, მას ურეკავენ, წერენ და საყვედურობენ იმის გამო, რომ გაამხილა აღსაზრდელების შესახებ მძიმე ისტორიები. 

ნიუსის "სქრინშოთი" გააზიარა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ შემდეგ აღწერით: "გაზის კამერებშიც ათავსებდნენ".


close დახურვა