logo
ENG



მიტროპოლიტი სტეფანე წირვას განკვეთილი სასულიერო პირების პროტესტის ფონზე ატარებს

21 ნოე 202112:30
3 წუთის საკითხავი
 

ჭყონიდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე წაჩხურუს მონასტერში წირვას  განკვეთილი სასულიერო პირების პროტესტის ფონზე ატარებს. 

მაღალიერარქი მონასტერში ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

ადგილზე მათ განკვეთილი ბერები შეძახილებით დახვდნენ. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

სექტემბერში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მის მიერ ადრე დასჯილი და განყენებული სასულიერო პირები ეკლესიიდან საბოლოოდ 7 ნოემბერს განკვეთა. 

საქმე ეხება სასულიერო პირებს, რომლებიც მხარს განყენებულ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას უჭერენ და სტეფანე კალაიჯიშვილის მმართველობას ეწინააღმდეგებიან. 

განკვეთილმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოსგან წერილი მიიღეს, რომ მონასტრის ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ. 

7 ნოემებრს მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვაზე თქვა, რომ ღმერთმა მისცა ძალა, "ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო წმინდა მონასტერი". 

***

ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება 1 წელზე მეტია, დაძაბულია. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტად სტეფანე კალაიჯიშვილი დანიშნეს. 

მან გრიგოლ კაცია შეცვალა, რომელმაც, თავის მხრივ, ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცაავა ჩაანაცვლა.  

პეტრე ცაავა საპარტრიარქოს გიორგი მამალაძის საქმის გამო დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მედიას მისი განყენების შესახებ წინასწარ აცნობა და მიზეზად მისი მხრიდან სინოდის სხდომაზე „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“ დაასახელა. 

მოგვიანებით თავად მიტროპოლიტი პეტრეს მიმართ გაჩნდა ბრალდება - თითქოს მას შვილი ყავს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ცაავას მხარდამჭერები ბრალდების დამტკიცებას ითხოვენ. 

მიტროპოლიტმა სტეფანემ პეტრე ცაავას მხარდამჭერ რამდენიმე სასულიერო პირს ღვთისმსახურება აუკრძალა, გაათავისუფლა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა. მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აუკრძალა მონასტრის ტერიტორიაზე შესვლაც. 

პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ყოფილ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მღვდელმოქმედება უკანონოდ შეუჩერეს და მის საკითხზე შიდასაეკლესიო, კანონიკურ მოკვლევას ითხოვენ. 


close დახურვა