logo
ENG



მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა რუს დეკანოზთან ერთად მოსკოვის ეკლესიაში ლიტურგია აღავლინა

21 აპრ 202121:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/21/nxy9i1byb6phl0k.jpg

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მოსკოვში, წმინდა გიორგის ტაძარში ლიტურგია ჩაატარა.

მასთან ერთად მსახურობდა დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი, რომელიც ამავდროულად მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილეა. 

რუსი სასულიერო პირი ფეისბუქზე წერს, რომ ლიტურგია ჩატარდა 18 აპრილს, დიდმარხვის მე-5 კვირას, ეგვიპტის წმინდა მარიამის ხსენების დღეს, რუსეთის პატრიარქის, კირილის კურთხევით. 

ბალაშოვის განცხადებით,  მოსკოვის წმინდა გიორგის ეკლესიაში ქართული მართლმადიდებლური საზოგადოება სულიერად იკვებება.


close დახურვა