ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა. ევროპული ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც გაცილებით დიდია, ვიდრე რომელიმე ცალკეული პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი. ამიტომ ახლა არის გაერთიანების დრო, რათა პოლიტიკურმა კლასმა არ გაუცრუოს იმედი ქართველ ხალხს. განვიხილეთ 12 რეკომენდაცია, რაზეც უნდა იყოს ყურადღება გამახვილებული კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვფიქრობ, ფართო გეგმა არსებობს, როგორი დინამიკა უნდა იყოს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ
მიქსერი: გაერთიანების დროა, რათა პოლიტიკურმა კლასმა არ გაუცრუოს იმედი ქართველ ხალხს
20 სექ 202221:12
3 წუთის საკითხავი