პერსონალური რეტროსპექტიული გამოფენა ჰქონდა ჩაფიქრებული. ახალი ექსპოზიციისთვის კი 4 ნამუშევარი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაუხატავს.
თანამედროვე მხატვრის მიშა შენგელიას ბოლო წლების ნამუშევართა ყველაზე დიდი ნაწილი გამრეკელის გალერეის საგამოფენო საცავებში ინახება. გალერისტმა ხათუნა მელიქიშვილმა გვიამბო, რომ როცა მხატვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა მეგობრებს დიდი პერსონალური გამოფენის მოწყობა სთხოვა
მიშა შენგელია ქართული უახლესი ქართული მხატვრობის ერთ-ერთი პროვოკაციული პერსონაჟია, გამორჩეული თავისი სტილის გრძნობით და ამ სტილისადმი ერთგულებით. პროფესიით გეოლოგი ქართულ მხატვრობაში 90-იან წლებში გამოჩნდა და დამთვალიერებელს თავი ყველაზე მეტად საკუთარი საფოსტო ბარათებითა და სოციალურ-პოლიტიკური გზავნილებით დაამახსოვრა. 61 წლის მხატვარი მთელი შემოქმედების მანძილზე ყველაზე აქტუალურ ამბებს ყვებოდა და ასე საკუთარი ნამუშევრებით ყველა მნიშვნელოვან პროცესზე რეაგირებდა.
მიშა შენგელიას ნამუშევრები, რომლებიც 90-იანების დასაწყისიდან ვაშინგტონში, პარიზში, ლონდონსა და გლაზგოში იფინებოდა, მსოფლიო კერძო კოლექციებში არის დაცული. ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ მხატვარი ცარიელ ტილოს ყველაზე ხშირად ციტატებისთვის იყენებდა და უჩვეულო საინტერესო მხატვრული ხედვის წყალობით ერთ-ერთ ყველაზე გულწრფელ არტისტად ჩამოყალიბდა
მიშა შენგელიას მეგობარი და მხატვარი ვახო ბუღაძე ერთ მისთვის გამორჩეულ ამბავს იხსენებს და ამბობს, რომ ეს ისტორია გარდაცვლილ მეგობარს ახლა ყველაზე უკეთ გამოხატავს.
მიშა შენგელია გვიან ღამით მძიმე სენისგან გარდაიცვალა და ქართულ მხატვრობაში საკუთარი ნამუშევრებით ღირებული მემკვიდრეობა დატოვა. მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა მის გარეშე მისი გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ გაიხსნება.