logo
ENG



მიშელი: აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცება კრემლს მკაფიო გზავნილს უგზავნის

21 აპრ 202411:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/21/m0jw4i98vqz8yd8.jpg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცება კრემლს მკაფიო გზავნილს უგზავნის.  

"მივესალმები აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრას, რომელმაც დაამტკიცა გადამწყვეტი 60 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი უკრაინისთვის.

ეს მკაფიო გზავნილს უგზავნის კრემლს: ისინი, ვისაც თავისუფლებისა და გაეროს წესდების სჯერა, გააგრძელებენ უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას", - წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

გუშინ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. დახმარების პაკეტი 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. 

კანონპროექტის მიღებას მხარი 311-მა დეპუტატმა დაუჭირა, 112 კი წინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს. 


close დახურვა