logo
ENG



მიშელი: ევროპული საბჭო 30- 31 მაისს შეხვდება, განრიგშია თავდაცვა, ენერგეტიკა და უკრაინა

08 აპრ 202221:31
3 წუთის საკითხავი
 
მიშელი: ევროპული საბჭო 30- 31 მაისს შეხვდება, განრიგშია თავდაცვა, ენერგეტიკა და უკრაინა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრა 30 და 31 მაისს გაიმართება. 

მიშელის თქმით, შეხვედრების განრიგის მიხედვით ყურადღება დაეთმობა თავდაცვას, ენერგეტიკისა და უკრაინას. 

"როგორც ვერსალისა და ევროპული საბჭოს წინა შეხვედრისას განვიხილეთ,  ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრა 30 და 31 მაისს გაიმართება. 

განრიგში განსაკუთრებული ადგილი აქვს თავდაცვას, ენერგეტიკასა და უკრაინას", - ტვიტერზე წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი. 


close დახურვა