logo
ENG



მიშელი: სერიოზულად ვუყურებ პროცესს, ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი საინტერესო მომენტი იქნება

01 მარ 202118:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/01/s4koxyytou5dqib.jpeg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორ კვირაში ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომას დაესწრება. 

"ბრიუსელში, ორ კვირაში, ჩვენ გვექნება პრემიერის მასპინძლობის სიამოვნება ასოცირების საბჭოს შეხვედრა არის ჩანიშნული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია საქართველოსა და ევროკავშირს ურთიერთობას შორის", - განაცხადა მიშელმა. 

მთავარი არხის კითხვის პასუხად, თუ როგორი იქნება ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობა სიტუაციის დეესკალაციის მისაღწევად, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი, შესაძლოა, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევად საინტერესო მომენტი იყოს.

"ჩემი მთავარი მიზანია, რომ სერიოზულად ვუყურებ ამ პროცესს, ამ პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის პერსპექტივას. კარგად ფუნქციორებადი დემოკრატია მნიშვნელოვანია სხვადასხვა გამოწვევის დასაძლევად. ეს შეხვედრა ბრიუსელში ორ კვირაში შეიძლება, საინტერესო მომენტიც იყოს. იმედი მაქვს, რომ დღეს საღამოს გვექნება შანსი, მივაღწიოთ წინსვლას და შეიძლება, დღეს ყველაფერი ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება დიალოგისთვის ჩარჩოს სისტემა", - განაცხადა მიშელმა. 

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დადგა დრო დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი შედგეს და პროცესი ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეს. შარლ მიშელის განცხადებით, დღეს, 1 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს მოლაპარაკების მაგიდაზე იწვევს. შარლ მიშელი მხარეებს მოუწოდებს, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია, რათა პოლიტიკური დიალოგი შედგეს. მიშელის განცხადებით, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია.

თავის მხრივ, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა პირადად ჩაერთოს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში.

"მე მინდა აქვე დავადასტურო საჯაროდ , რომ მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო მონაწილეობა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის და მინდა მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ  კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

(მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმნის მიხედვით)


close დახურვა