ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ შოკირებულია პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტით ან სხვა საბრძოლო მასალით ადამიანების დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობებით.
მიშელი წერს, რომ კონტაქტზეა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოკავშირეებთან.
"შოკირებული ვარ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტით ან სხვა საბრძოლო მასალით ადამიანების დაღუპვის შესახებ ცნობებით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. ჩვენ პოლონეთის გვერდით ვდგავართ. კონტაქტი მაქვს პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროპული საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან", - წერს მიშელი.
Shocked by the news of a missile or other ammunition having killed people on Polish territory.
My condolences to the families.
We stand with Poland.
I am in contact with Polish authorities, members of the European Council and other allies.@AndrzejDuda @MorawieckiM
რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლი რაკეტებიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა. ინფორმაციას AP აშშ-ის დაზვერვიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სხვადასხვა მედია იწუყება, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.
პოლონეთს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".