logo
ENG



მიშელი საქართველოს: გილოცავთ, ძალიან გვიხარია ამ გადაწყვეტილების მიღება

15 დეკ 202319:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/15/ogvqohch3iuddbn.jpg

"გილოცავთ, ჩვენ ვართ ძალიან მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების მიღებით", - განაცხადა საქართველოზე საუბრისას ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. 

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გუშინ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ესაუბრა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ აცნობა. 

"გუშინ ღამით, როცა გადაწყვეტილება მივიღეთ, ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ეს, ალბათ, პირადად ჩემთვის, ყველაზე ემოციური მომენტი იქნება. მე ვუთხარი ყველა კოლეგის სახელით, რომლებიც მაგიდასთან ისხდნენ, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა მიშელმა. 

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება როგორც ევროკავშირის სახეს, ასევე, ამ ქვეყნების რეალობას შეცვლის.  

რუსთავი 2-ის კითხვაზე, თუ რა გზავნილი და რჩევა ექნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის, შარლ მიშელმა თქვა: 

"მოდით, სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად გადავდგათ ნაბიჯები, ჩავატაროთ რეფორმები".  

14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

 

close დახურვა