ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოდან უნდა გაირიცხოს. ამის შესახებ მან გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი იწყებს არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს - ომს, რომელსაც გმობს გაეროს გენერალური ასამბლეა - მისი წევრობის შეჩერება გაეროს უშიშროების საბჭოში ავტომატურად უნდა მოხდეს", - თქვა მიშელმა.
When a permanent member of the United Nations Security Council starts an unprovoked and unjustifiable war, a war condemned by the UN General Assembly, its suspension from the Security Council should be automatic.#UNGA #UNGA77 pic.twitter.com/aJgt7DV5H1
ამავე დროს, მიშელმა POLITICO-სთან რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია და ამის გამო გამოქცეული რუსების მდგომარეობა შეაფასა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ღიაობა უნდა გამოიჩინოს მათ მიმართ, "ვისაც არ სურს, რომ კრემლმა იარაღად გამოიყენოს".