logo
ENG



მიშელმა ორბანს შეახსენა, რომ რუსეთი აგრესორია, ხოლო უკრაინა - მსხვერპლი

05 ივლ 202410:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/05/14f22bk7y6xlinl.jpg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ვიქტორ ორბანის მოსკოვში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობა ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის უფლებამოსილებას არავის აძლევს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა საბჭოს პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორია, ხოლო უკრაინა - მსხვერპლი.

ბრიუსელი შეაშფოთა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს.

როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას აპირებს.

ორი დღის წინ ორბანი კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

ორბანი ბოლოს რუსეთში 2022 წლის სექტემბერში იყო, სადაც მიხეილ გორბაჩოვის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მას შემდეგ ის პუტინს მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში შეხვედრია.

 

 


close დახურვა