logo
ENG



მიწაზე დაეშვით, პოლიტიკური პარტნიორები სანთლით გაგიხდებათ საძებარი - ინაშვილი კობახიძეს

13 ნოე 201913:50
3 წუთის საკითხავი
 
gpy5jim1s65634p.png

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საშემოდგომო სესიაზე გამოსვლას, კონტექსტიდან ამოვარდნილს უწოდებს და მიწაზე დაშვებას ურჩევს.

როგორც ინაშვილმა კობახიძეს მიმართა, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური პარტნიორები სანატრელი და სანთლით საძებარი გაუხდება.

„ირაკლი კობახიძის გამოსვლა ამოვარდნილია კონტექსტიდან, თან პროპორციული სისტემაზე საუბრობს და თან ამბობს რომ არავინ არ ჭირდება კოალიციაში. თქვენ არ გაქვთ არანაირი მორალური უფლება და წონა დაახარისხოთ პოლიტიკური სპექტრი. მე გივლებთ წითელ ხაზს, პოლიტიკური პარტნიორები სანატრელი და სანთლით საძებარი გაგიხდებათ. თუ თავს არწმუნებთ რომ 60 პროცენტი გაქვთ, ეს ცვილებები რაში გჭირდებათ?! მიწაზე დაეშვით ბატონო ირაკლი. თქვენი პროგნოზები რომ არ მართლდება ვნახეთ უკვე. შეეშვით ნაცმოძრაობის ნარატივს და პოლიტიკური პარტიების პროდასავლურად და პრორუსებად დაყოფას, თქვენგან რამდენი ადამიანი დადის რუსეთში, მაგაზე გარეთ ვისაუბროთ“, - განაცხადა ინაშვილმა.


close დახურვა