logo
ENG



მიხაილო თავისუფალია - ნარკოპოლიტიკა უცვლელი

15 ოქტ 201920:43
3 წუთის საკითხავი
 
h95eex2ezpyz9j3.png

6-წლიანი პატიმრობის შემდეგ მუსიკოსი მიხაილო თავისუფალია. მიხაილო მცირე ოდენობის კლუბური ნარკოტიკის ფლობისთვის 2013 წელს დააკავეს და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

პატიმრობის წლებში შეგროვდა არაერთი ხელმოწერა პეტიციაზე, შეწყალების თხოვნით, თუმცა მიხაილო შეწყალებულთა სიაში არცერთხელ მოხვდა. მუსიკოს საყვარელი საქმე ციხეში ყოფნისას არ შეუწყვეტია, მეტიც ელექტრონული მუსიკის წერა პატიმრობაში ისწავლა და ის უკვე 2 ალბომის ავტორია.  მიუხედავად ქართული ნარკოპოლიტიკის სისასტიკისა და ციხეში გატარებული 6 წელიწადისა მას და მის მუსიკას მთელს მსოფლიოში იცნობენ.

მიხაილო თოდუა არ არის ერთადერთი, ვინც  აბსურდული ბრალდებისთვის ციხეში მოხვდა. მიუხედავად იმისა რომ ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანაში ნარკო პოლიტიკის თემა აქტუალურია, მაინც არაფერი შეცვლილა და დღესაც მიხაილოს მსგავსად, მცირე რაოდენობის ფლობისთვის ადამიანები იგივე სიმკაცრით ისჯებიან. 

ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებიდან აღარავინ შეუწყალებიათ. ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, პოზიტიური ბოლო წლებში მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა. კანაფის მოხმარება ქვეყანაში უკვე 2 წელია ლეგალურია, თუმცა კანონმდებლობით მარიხუანის ფლობა ისევ დასჯადი.

 


close დახურვა