მიხაილო თოდუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი გაასაჩივრებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მუსიკალური საქმიანობა მიხაილოსთვის პროფესიული განვითარებისა და შემოსავლის მთავარი წყაროა და პრობაციის სამსახური თვითონვე უნდა იყოს დაინტერესებული რომ მსჯავრდებულს დამატებითი ბარიერები არ ექმნებოდეს. მიხაილო საპატიმროში არ დააბრუნეს თუმცა შინაპატიმრობის პირობები დაუმძიმეს და გარეთ ყოფნის დრო ორი საათით შეუმცირეს. მიზეზად გირჩის პოლიტიკურ ღონისძიებაში მონაწილეობა დასახელდა.
მიხაილოს საქმეს EMC გაასაჩივრებს
12 ნოე 202012:47
3 წუთის საკითხავი