logo
ENG



მიხეილ რამიშვილი: ყველაფრის თავი სადაც იქნება დამარხული, იქიდან ამოვთხრი სულ ყველას

22 ივლ 202018:41
3 წუთის საკითხავი
 
8e8stsp78mc7cn5.jpg

"ყველაფრის თავი და თავი სადაც იქნება დამარხული, იქიდან ამოვთხრი სულ ყველას“", - თქვა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა "ფორმულას" გადაცემაში "კომენტარი". 

მისი განცხადებით, ყველა იმ ადამიანის ვინაობას დაადგენენ, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებასა და გარდაცვალებაში მონაწილებდა.

„ყველას, ვინც კი ამ საქმეში მთელი 5 დღის განმავლობაში ჩართული იყო,  ყველა კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. გამომძიებელსაც, საოლქოს უფროსსაც, სამმართველოს უფროსსაც, მოადგილესაც და სულ ყველას. პირობას გაძლევთ, რომ ვინც არ უნდა იყოს, რა რანგის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, სანამ არ დადგინდება სიმართლე, არავის არაფრის იმედი არ ჰქონდეს. ამ ბავშვის გარდაცვალების და ყველაფრის თავი და თავი სადაც იქნება დამარხული, იქიდან ამოვთხრი სულ ყველას“, - განაცხდა მიხეილ რამიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.


close დახურვა