მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლის გადაყვანას - ეს არის ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნა. ბევრი პათოლოგიური სიმპტომი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ავლენს,. მძიმე მეტალებით მოწამვლის შედეგია - წერს დეივიდ სმიტი. ექსპერტიზის პასუხი დღის ბოლოს მედიაში გავრცელდა.
მთავარი არხის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტში წერია - კვლევამ გამოავლინა მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. დასკვნის გასაჯაროებამდე ყურადღების ცენტრში იყვნენ კლინიკა ვივამედში სააკაშვილის სტუმრები. საავადმყოფოში სპეციალური საგამოძიებო სამსახური მივიდა.