logo
ENG



მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მასშტაბურ აქციებს აანონსებს

02 მაი 202218:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/02/v3ycpphnxzkm6cn.png

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მასშტაბურ აქციებს აანონსებს.

როგორც მესამე პრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ხვალიდან დაიწყებენ შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან.

"გეგმა არის ასეთი: ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ექიმებთან, უნდა დავიწყოთ საუბარი საპატრიარქოსთან, გვაქვს ასევე სიგნალები, რომ შეიძლება პატივი დაგვდოს უწმინდესმა და გამოგვიყოს დრო, რათა მას ავუხსნათ ჩვენი მიშას მდგომარეობა. გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომლებსაც ამ შეხვედრების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ. თუ საჭიროა მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც. აქციის თარიღს უახლოეს დღეებში გავახმოვანებთ", - თქვა დავით სააკაშვილმა.


close დახურვა