მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფია მობილიზებული და ცეცხლი ამ დროისთვის ჩამქრალია.
როგორც "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე საოფისე ინვენტარი იწვოდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი კი უცნობია. საქმეზე გამოძიება დაიწყო.