თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა თქვა, რომ სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე დასწრების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა, თუმცა კლინიკა ვივა მედის ექიმებმა ამის რეკომენდაცია არ გასცეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ექიმები სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების რეკომენდაციას არ აძლევენ, რადგან მისი მდგომარეობა ეტაპირების დროს, შესაძლოა, უფრო დამძიმდეს.