განიხილავს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მესამე პრეზიდენტის მიმართვას დაჩქარებული წესით. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგში საჩივარი გააგზავნეს. არსებით განხილვაში მიღების შემთხვევაში, დადგინდება, ირღვევა თუ არა სააკაშვილის - ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები. საჩივარს თან ერთვის სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა, ბოლო შეფასებები კიდევ უფრო მძიმეა და აღწერს სიკვდილის რისკს. ეროვნულ დონეზე სასამართლომ ომბუდსმენის კონსილიუმის აზრი არ გაითვალისწინა და სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა
მიხეილ სააკაშვილის საჩივარი
11 აპრ 202319:52
3 წუთის საკითხავი