მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ევგენ გრუშოვეცი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან კიევში აბრუნებენ.
ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გრუშოვეცმა თქვა, რომ რომ მან დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა, ამასთან, მესაზღვრეებს საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზიც აუხსნა, თუმცა, ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარი უთხრეს.
"არგუმენტები არ წარმოუდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვდი, წარმოედგინათ წერილობითი არგუმენტი, რატომ არ მიშვებდნენ. ტესტის პასუხი და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი მქონდა. მე ავუხსენი ჩემი აქ ყოფნის მიზეზი - ვუთხარი, სად ვიცხოვრებდი, რას გავაკეთებდი. აბსოლუტურად უარგუმენტოდ არ შემომიშვეს. ვუთხარი, ვისთან მოვდიოდი, მოგვიანებით დოკუმენტიც ვაჩვენე, ავუხსენი, რომ მიხეილ სააკაშვილთან ვიმუშავებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა. მესაზღვრეებმა ჩემი პასპორტი ეკიპაჟის კაპიტანს მისცეს და ახლა პასპორტიც არ მაქვს". - თქვა მან.