საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს უცხოეთიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანას სთავაზობს. არადა აქამდე ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ პატიმრის ადეკვატური მკურნალობა უზრუნველყოფილი იყო. იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი მთავრობას მას შემდეგ დასჭირდა, რაც მესამე პრეზიდენტს თავის სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება არ მიეცა. ამან გააჩინა განცდა, რომ ხელისუფლებას ეშინია, საზოგადოებამ არ ნახოს, როგორ გამოიყურება პაციენტი.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
29 ნოე 202220:03
3 წუთის საკითხავი