logo
ENG



მიხეილ ქამუშაძე: საჩხერის სამედიცინო ცენტრში ვოვიდ 19-ით ინფიცირებული 3 პაციენტი იმყოფება

07 აპრ 202012:15
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 9 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 კორონავირუსი აქვს, მათ შორის არის ინფექციონისტიც, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ექვსიდან სამ პაციენტს პნევმონია აქვს.

საჩხერეში კი სამედიცინო პერსონალს სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ, ასამდე მედიკოსის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია. ამ ეტაპზე არც ერთი მათგანი თვითიზოლაციაში არ იმყოფება და კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს. ვირუსი არ დაუდასტურდა ქუთაისის სასწრაფოს ექიმს, რომლის დედასაც კორონავირუსი აქვს.  

„ამ დროისათვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში იმყოფება 3 პაციენტი რომელთაც დაუდასტურდათ ვირუსი. ისინი არიან ბოქსირებულ პალატაში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა პირიქით, დადებითი დინამიკა გვაქვს. რამდენიმე დღეში 2 მათგანის ტესტირება მოხდება, სასურველი პასუხის მიღების შემთხვევსი ისინი დატოვებენ კლინიკას. რაც შეეხებათ თანამშრომლებს, ჩვენ გუშინ კონტროლის მეორე ეტაპი  განვახორციელეთ 100-მდე თანამშრომლის, მივიღეთ ყველა პასუხი უარყოფითი. ამჟამად კლინიკა მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და არცერთი თანამშრომელი არ იმყოფება იზოლაციაში“, - განაცხადა საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ.


close დახურვა